О ЗАГОЛОВКЕ

приблизительный смысловой перевод стихотворения гениального грузинского поэта Галактиона Табидзе: Я шел один - где, схожая на ветхого идола, возвышалась к небу высокая скала. Мы шли вдвоем, прошли села и рощи и с гор далеких сопутствовал нас ястреб. Мы шагали втроем, стоял миг вечерний - простой и прозрачный. Нас семеро шло, тихая наступила ночь. А когда лук небесный радугой над вершиной повис, нас тысяча Хранителей стало - совсем новых и старых - идем сейчас вместе Легионов бесчисленная рать.

воскресенье, 17 января 2010 г.

К НОВОМУ ГОДУ ს ა ა ხ ა ლ წ ლ ო დ


Великий грузинский общественный деятель, писатель, подвижник, лидер национально-освободительного движения ИЛЬЯ ЧАВЧАВАДЗЕ (род. в 1837г., был убит в 1907г.), прозванный Отцом нации, оставил после себя огромное наследие, в том числе - шедевры публицистического жанра, которые остаются до сих пор удивительно актуальными и современными. Письмо "К новому году" опубликовано в 1898 году. Ниже мы приводим вкратце основные положения и послания из этого письма (полный вариант пока доступен только на грузинском языке). Впоследствии Грузинская Православная Церковь присвоил ему, как святому, имя: Святой Илья Праведный.

                                                                                                    ИЛЬЯ ЧАВЧАВАДЗЕ
                                                 К  НОВОМУ   ГОДУ

     Легко понять, почему так нас радует Рождество, Великий и Святой праздник... давший человечеству великую надежду Спасения,  ... веры - достичь стараниями и трудом  "божье подобного Совершенства"...  и естественно, что в этот день мы от сердца поздравляем друг друга, веселимся и наши сердца наполнены милостью и благодарностью...

   ... Но трудно понять, почему не меньшей, если не большей радостью встречаем мы первый день нового года... вот наступил Новый Год и не знаем, с чем вас поздравить, с уходом старого, или с наступлением нового?
  ... Во первых, наши земляки часто привычное плохое предпочитают непривычному счастью, а во вторых, старый год унёс с собой целых триста шестьдесят пять дней нашей жизни, приблизив ровно на столько час перехода в небытие... и взамен что он оставил, какие утешения? Что он дал нам посеять, пахать, чтоб что-нибудь пожинать? ...что за утешения, проходят дни, мчатся года, а мы опять сидим разинув рот, опять -
с пустыми карманами, как раньше и громко ноем: куда деться, кому пожаловаться, кто откроет нам закрытые наглухо врата счастья?

   ...самое ценное для нас это дни нашей жизни, время, которое без нашего ведома течёт, уходит и не возвращается... всё можно вернуть на этом свете, всякое богатство восстановить, но только не время - ценнейший в нашей жизни божий дар... и горе нам из-за зря прожитых триста шестьдесят пять дней. Настолько укоротилась, уменьшилась наша жизнь и не на йоту ценное в ней не прибавилось. Плакать мы должны, а не радоваться, что так, без толку, без пользы истратили наши дни. Здесь уместнее были бы досада и скорбь, чем радость, веселье и разные там поздравления.

      И досада была бы полезной, если бы мы начали искать причины наших бедствий внутри себя, чтоб осознать, что принесенную ветром радость от наступления нового года ветер и унесёт; но куда там, для досады и покаяния у нас не осталось ни сердца ни разума и всё время восклицаем, что "времена царствуют", и забываем, что время как эхо, возвращает нам то, что от наших усилий воспринимает...

      ... и не удивительно, что страшно разочарованные и без утешения оставшиеся от старого года, мы как за соломинку держимся за новым годом, ...но который уже год повторяются наши разочарования... ведь должны мы помнить, что завтрашний день дитя дня сегодняшнего также, как сегодняшний день - дитя вчерашнего ...и давайте, честно скажем,: что мы пахали, что мы сеяли в прошлом году, чтоб пожинать в новом?

     Сказано - "всякое похожее родит схожего" и чего толкового может родить бездеятельный и дурно проведённый год? И разве таких годов было мало, раз, два и обчёлся? Уже давно мы всё время жалуемся: "пропали все наши ценности и владения" и кто в этом виновен? Никто, кроме нас самых, но вместо того, чтоб  с наступлением каждого нового года нам углубиться в своих деяниях, всё время одно и тоже повторяем: "с наступающим и божьей милостью" и думаем , что достаточно только сказать это и манна небесная на нас, голодных, сверху обрушится и забываем, что бог милостив лишь к труженикам и сторонится бестолковых и бездельников. День за днём, год за годом, а мы все плывём по течению сами не знаем куда. Бездельника нашего брата время унесёт, тут нечего доказывать.

   ...С наступлением нового года мы постоянно желаем друг другу "сладко состариться", а что представляет собой старость, как не последняя ступень перед смертью? Мы даже разучились, как следует желать, вообще разучились мечтать и неудивительно,  что живём такую никудышной жизнью...   А где же выход?

    Выход в том, что бы мы подбодрили друг друга, усилия наши объединили, чувство локтя усилили, чтобы объединили наши сердца любовью и заставили наступающий новый год делать для нас то, что мы пожелаем, а не то, что сам благо-рассудит. Пусть бодрость нашу усилим объединением наших сердец, общей душой, верой в друг друга! Кто бодр, тот силён! Так, "Бодрости Вам и Силы" - вот наши новогодние поздравления, наша новогодняя мечта!

                                                                                                   Тифлис.     31 декабря, 1898г.      

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
საახალწლოდ
ჩვენ გვესმის და ადვილად გამოსაცნობიც არის, რისთვის გვიხარიან იესო ქრისტეს შობის დღე. გვესმის ეს დიდი დღე რისთვის არის დიდი, რისთვის არის ყოველ-წლივ სიხარულით და მილოცვით მისაგებებელი, რისთვის არის სადღესასწაულო დიდისა და პატარასათვის.

ამ დღეს დაიბადა სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი და ცხოვრების მომნიჭებელი მაცხოვარი ქვეყნისა, ღმერთი ყოვლად მოწყალებისა და ყოვლად მსხნელის სიყვარულისა. ღმერთი ნუგეშინისმცემელი უძლურისა და უღონოსი, დავრდომილთა აღმადგენელი, სნეულთა მაურვებელი, ცოდვილთა შემწყნარებელი, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა მეოხ-პატრონი და მწყალობელი. მან აღამაღლა ღირსება და პატივი ადამიანისა იქამდე, სადამდინაც მისდა მოსვლამდე ვერ მიმწვდარიყო ადამიანის შეშინებული გონება და გაუღვიძებელი გრძნობა. „ვით მამა ზეცის, იყავ შენცა სრულიო“, უმოძღვრა კაცს და ამით გვამცნო, რომ კაცი შემძლებელ არს აღსვლად ღვთაების სისრულემდე. რაოდენი დიდებაა და პატივი კაცის ბუნებისა ამ ექვსს სიტყვაში, ღვთისა ბაგეთაგან წარმოთქმულში... იღვაწე და ღვთის სისრულემდე შენც შეგიძლიან ახვიდე და მიახწიოო. ესოდენი განდიდება და აღმატება ადამიანის ღირსებისა ჯერ მანამდე არა ადამიანს არ გაეგონა და საკვირველია განა, რომ ყოველ ამის შემდეგ ყოველ-წლივ იესო ქრისტეს შობის დღეს დიდებით ვადიდებთ, ერთმანეთს სიხარულით ვულოცავთ, ვმხიარულობთ და თვითოეულის გული მოწყალებისათვის და მადლისათვის სძგერს.
ხოლო არ გვესმის, რა მიზეზით ამასთანავე, თუ არ მეტის, სიხარულით ვეგებებით ხოლმე პირველ დღეს ახალი წლისას. აი ესეც ახალი წელიწადი და არ ვიცით რა მოგილოცოთ: წასვლა ძველისა, თუ მოსვლა ახლისა. ან ერთში რა ყრია, ან მეორეში, ვერ გამოგციცვნია. წასვლა ძველისა თავის-თავად ბევრი არაფერი სასიხარულოა. პირიქით, სანაღვლელი უფროა. ჯერ იმიტომ, რომ კარგი იყო თუ ავი, მაინც შეჩვეული ჭირი იყო და შეჩვეული ჭირი ხომ ზოგჯერ ქართველისათვის შეუჩვეველ ლხინსა სჯობია. მეორე იმიტომ, რომ ძველი წელიწადი წავიდა და სასიცოცხლოდ მოთვლილ დღეთაგან თვითოეულს ჩვენგანს მოაკლდა მთელი სამას სამოცდახუთი დღე და სამას სამოცდა ხუთი დღით ახლო მიუვედით იმ აუცილებელს სადგურს, საცა შესვლაა და გამოსვლა აღარა. ნუთუ ეს მისალოცველია და სასიხარულო... ხუმრობაა, მთელი სამასსამოცდახუთი თორმეტ-საათიანი დღე და მთელი სამასსამოცდახუთი თორმეტი საათიანივე ღამე... წავიდა და დაიღუპა ეს ამოდენა დღე და ღამე, ეს ამოდენა დრო და ჟამი იქ, საცა სიცოცხლე უამისოდაც წუთია. დროთა ბრუნვამ რომ ეს ამოდენა ღალა წაართვა ჩვენს სიცოცხლესა, სამაგიეროდ რა ნუგეში მოგვცა, რა გვათესინა, რა მოგვამკევინა, რა დაგვამუნათა? რომ გვეთქმოდეს - ბევრი არაფერიო, ცოტა მაინც საგულვებელი გვექნებოდა. საქმე ის არის, რომ სულ არაფერი მოუცია, და ეს რა ნუგეშია. მიდიან დღენი, მიდიან წელნი და ჩვენ ისევ ისე პირდაღებულნი ვართ, ისევ ისე ხელცარიელნი, როგორც ვყოფილვართ, და ვიძახით: სად წავიდეთ, ვის შევჩივლოთ, ვის ვუთხრათ, ვინ განგვიღებს დახშულ კარებს ბედისას?
ბედის კარის გაღებას ვინ სჩივის. ეს ის ძეხვია ჩვენთვის, რომელსაც მშიერი კატა ვერ შესწვდა და თავი იმით ინუგეშა, რომ პარასკევიაო. ჩვენთვის ისიც დიდი ბედნიერება იქნებოდა, რომ უბედურების კარის დახურვას და შიგნიდან ჩაკეტას მაინც ვღირსებოდით. ეს რომ მაინც ეწყალობებინა ძველს წელიწადს, კიდევ ღმერთს მადლობას ვეტყოდით და არ დავინანებდით ამისთვის იმ ძვირფას საფასურის გაცემას, რომელსაც დღენი სიცოცხლისანი ჰქვიან, და რომელიც მით უფრო ძნელი გასამეტებელია, რომ ჩვენდა დაუკითხავად მიდის და აღარ ბრუნდება უკან. სხვა ყველა გაცემული ისევ ხელახლად მოიხვეჭება და სიცოცხლის წარსული დღენი-კი აღარა. ვაი ფუჭად განვლილს სამას სამოცდა ხუთს დღეს და ღამეს. ჩვენს სიცოცხლეს ეს ამოდენა ხანი მოაკლდა და ერთის ბეწვის ოდენაც-კი არა შეგვამტნია რა. უნდა ვტიროდეთ და არ გვიხაროდეს კი, რომ ესე უგემურად, ურგებად დღენი ჩვენნი დავლიეთ. აქ სინანულს უფრო მეტი ადგილი აქვს, ვიდრე სიხარულს, გლოვას და სამძიმარს, ვიდრე მხიარულებასა და მილოცვ-მოლოცვას.
სინანულიც კაი საქმეა, კაი საქონელია, თუ მართლა საგონებელში რაშიმე ჩავგაგდო და ნამუსი და სინდისი თავისის უტყუარის სასწორით ხელში კარზე მოგვაყენა ჩვენდა განსაკითხავად. განკითხვა თავისის თავისა ბევრს მიზეზს დაგვანახვებდა ჩვენის უბედურებისას და ქარისაგან მოტანილს სიხარულს ძველის წასვლისას და ახალის მოსვლისას ქარსავე გაატანდა, მაგრამ სად არის. სინანულისა და განკითხვისათვის აღარც გული გვაქვს გულის ადგილას და აღარც ჭკუა ჭკუის ადგილას და ვიძახით წარამარად „დრონი მეფობენო“, მაშინ, დრო მხოლოდ იგი ქვევრია, რომელიც მარტო იმას ამოიძახებს ხოლმე, რასაც თვითონ კაცი ჩასძახებს.
რაღა საკვირველია, რომ ჩვენ, ძველის წელიწადისაგან გულგატეხილნი და ასე უნუგეშოდ დარჩენილნი, ახალ წელიწადს რაღაც იმედით ვებღაუჭებით, რაღაც სიხარულით შევნატრით. მეტი რა გზაა, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. ჩვენც ასე მოგვდის. ხოლო საკითხი ეს არის: ეს კარზე მოსული ახალი წელიწადი ჯერ ხომ გაუჭრელი ნესვია და რა საბუთია, რომ შევხარით. ქრისტეს აქეთ სრული ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტი წელიწადი გასთენებია ადამიანს საერთოდ და ჩვენ, ქართველებს ცალკე და ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტჯერ სიხარულით და მილოცვით მივგეგებივართ და ამდენჯერვე მოვტყუებულვართ, იმედი და სიხარული გაგვცრუებია და ათას რვაას ოთხმოცდამეცხრამეტე წელიწადისაგან რაღას უნდა მოველოდეთ, ჩვენ, ქართველები მაინც.
მართალია, დღევანდელის დღის გამწარებული კაცი ხვალის იმედზეა ხოლმე, მაგრამ ესეც კი უნდა ვიცოდეთ, რომ ხვალე შვილია დღევანდელის დღისა და დღევანდელი დღე შვილია გუშინდელისა. რაკი ასეა, მაშ დედა ვუნახოთ, მამა ვუნახოთ და შვილი ისე გამოვნახოთ, ქართულის ანდაზისამებრ, და მაშინ დავინახავთ, - რა წითელი კოჭი უნდა ბრძანდებოდეს ჩვენთვის ეს ახლად შობილი ახალი წელიწადი, რომლის მზე და მთვარე, ნათელი და ბნელი პირველ შეხედვით თვალით არა სჩანს, აბა ერთი გვიბრძანეთ, - რა მოვუხანით, რა მოვუთესეთ, რომ რა მოგვამკევინოს.
„ყოველი მსგავსი მსგავსსა ჰშობსო“, ნათქვამია, და უხეირო, უსაქმურ წელიწადისაგან ნაშობი რა ხეირს მოგვიტანს. განა ამისთანა წელიწადი ერთი და ორია!.. ეს რამდენი დრო და ჟამია, რაც ჩვენ ვიძახით: „წახდნენ ყოველნი ჩვენთვისა, რაიც გვქონდა ქონებანიო“. ვინ არის ამის მიზეზი? არავინ, ჩვენს მეტი, და ამის მაგიერ, რომ ყოველმა ახალმა წელიწადმა ჩვენს თავზე მიგვახედოს, დაგვიჟინია „შემოვდგით ფეხი და გწყალობდეთ ღმერთიო“ და გვგონია, რომ რაკი ეს ვთქვით, ციდან მანანა ჩამოვა და პირში ჩაგვივარდება. ის-კი აღარ გვახსოვს, რომ ღმერთი მარტო გამრჯელის მწყალობელია და უხეიროს, უქმს, უსაქმურს პირს არიდებს. დღენი დღესა სცვლიან, წელიწადნი წელიწადს და ჩვენი თავი კი ისევ ისე წყალს მიაქვს, ანდაზისა არ იყოს, - ურია წყალს მიჰქონდა და გზაც ის იყოვო. გაურჯელს კაცს წყალი წაიღებს. მაშ რა მოუვა. ამას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა.
„ღმერთმა ტკბილად დაგაბეროსო“, ერთმანეთისათვის ვნატრულობთ ხოლმე, როცა-კი ახალი წელიწადი კარს დაგვირაკუნებს. რა დიდად სანატრელი რამ არის ეს დაბერება. დაბერებიდან ერთი ფეხის გადადგმაღაა სიკვდილამდე. და რაკი ამაზე მიდგება საქმე, მაშინ ყოველისფერი მწარეა. ან თვითონ სიბერე თავის-თავად მწარეზე უმწარესი არ არის განა? თუ ესეა, აბა ეხლა თარგმნეთ, რას ნიშნავს ტკბილად დაბერება? აშკარაა, ტკბილად დამწარებას და ნუთუ ამაზე უკეთესი სანატრელი აღარა გაგვაჩნია-რა. ამაზე უკეთესი სანატრელი ვეღარა გვიპოვია-რა. ნატვრის უნარიც კი დაგვკარგვია, მოდი და წყალი ნუ წაგიღებს ამისთანას. სხვა რა გზაა?
სხვა გზა ის არის, რომ ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ და ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ და ამ წინდებულს ახალს წელიწადს იმას ვაქმნევინებთ, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას, რაც მასა ჰსურს. ვიმხნეოთ ერთად-ერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით. ვინც მხნეა, ის ძლიერია. მაშ „მხნე იყავ და განძლიერდი“ - აი ჩვენი საახალწლო მოლოცვა, ჩვენი საახალწლო ნატვრა.
ტფილისი, 31 დეკემბერი, 1898 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий